გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ეიქონი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. მისი თქმით, არასწორია შეხედულება, რომ ბიტკოინი უმნიშვნელოა.
მედიასთან საუბრის დროს რეპერმა აღნიშნა, რომ ტრადიციული ვალუტა გაცილებით ნაკლებად არის დაცული, ვიდრე ციფრული ვალუტა.
“დოლარს არაფერი ამყარებს. აშშ-ს არ აქვს ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ვალუტას გაამყარებდა. ის, რაც ამერიკას აქვს არის შეიარარება”,- განაცხადა ეიქონმა.
უნდა აღინიშნოს, რომ რეპერი აქტიურად არის ჩართული ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში. ეიქონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სენეგალის “ჭკვიანი ქალაქის” პროექტს მხარი დაუჭირა.
მისი აზრით, კრიპტოვალუტას აფრიკის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტა კონტინენტის სავალუტო სისტემაშიც იმოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ 50 Cent პირველი რეპერი გახდა, რომელმაც გადახდის საშუალებად ბიტკოინის მიღება დაიწყო. ბიტკოინით შესაძლებელი იყო რეპერის მეხუთე ალბომის “ცხოველების ამბიციის” შეძენა, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. 2014 წელს ალბომის ღირებულებას 5.50 დოლარი ანუ 0.0088 ბიტკოინი შეადგენდა.