იაპონიის მთავრობა კრიპტო ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს

0
1634

იაპონია კრიპტოვალუტის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია. უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის განმავლობაში იაპონიაში კრიპტო ინდუსტრიასა და Blockchain ტექნოლოგიის სფეროში პოზიტიური ცვლილებები მოხდა.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური სერვისების სააგენტომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესი ლიცენზირებულ საქმიანობად სცნო.

იაპონიის ვიცე-პრემიერ მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მარეგულირებელს სჭირდება ახალი მიდგომების მოძებნა, რათა კრიპტო და Blockchain ინდუსტრიის ბოლომდე ათვისება მოხდეს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, იაპონიაში ბირჟებს ოფიციალურად თვითმარეგულირებელი ორგანოც აკონტროლებს.

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო ადგილობრივ კრიპტო-ინდუსტრიას თვითმარეგულირებლის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. სააგენტო იმედოვნებდა, რომ თვითრეგულირების ორგანო შექმნიდა წესებს, რათა დაეცვა მომხმარებელთა აქტივები.

დღემდე, ორგანოსგან ასევე მოელიან, რომ შეიმუშაოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თვითრეგულაციის ორგანომ შეიძლება უფრო უკეთესად გააკონტროლოს ბირჟები, ვიდრე მთავრობამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი