SPAC-ი Blockchain-ში ინტეგრირდება

0
890

Goldenstone Acquisition Ltd-მ (SPAC) თავისი გეგმების შესახებ ღიად განაცხადა. ამ ეტაპზე კომპანიის გეგმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების ფირმა Roxe Holding Inc-თან შერწმას ითვალისწინებს.

განცხადების თანახმად, SPAC დათანხმდა 3,6 მილიარდი დოლარის ღირებულების შერწყმას გლობალურ Blockchain გადახდების კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, Roxe-ი Nasdaq-ის ჩამონათვალში მოხვდება. Roxe არის გლობალური გადახდების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ბიზნეს და საცალო გადახდის სერვისებს სთავაზობს. მათი ძირითადი აქცენტი Blockchain ტექნოლოგიაზეა აგებული.

Reuters-ის თანახმად, Roxe-ის არც ერთი ამჟამინდელი აქციონერი არ აპირებს თავისი წილის გაყიდვას შერწყმის შემდეგ. ამის მიზეზი კომპანიის განცხადებაა, რომ თუ გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქციების ფასი მიიღწევა, ინვესტორთა უმრავლესობა სოლიდურ მოგებას ნახავს.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმება საკმაოდ არახელსაყრელ პირობებში მიმდინარეობს, რაშიც ციფრული ვალუტების რეგრესირებადი ბაზრის ტენდენცია იგულისხმება, ინვესტორების გარკვეული ჯგუფი თავის აქტივებს მაინც არ ჰყიდის.

ამჯამად ბიტკოინის საბაზრო ღირებულება 1 ტრიოლიონ დოლარზე დაბალია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი