startup-ი Abra მომხმარებელს 18 ახალ კრიპტოვალუტას შესთავაზებს

    კრიპტოვალუტის საფულის startup-ი Abra კრიპტოვალუტის რაოდენობის გაზრდას აპირებს. ამჟამად, Abra-ს 20 კრიპტოვალუტიდან მხოლოდ ორის, ბიტკოინისა და ეთერიუმის სერვისი აქვს.

    Abra თავის სერვისებში ისეთი კრიპტოვალუტის დამატებას აპირებს, როგორებიცაა: ბიტკოინ cash-ი, დეში, ეთერიუმ კლასიკი, ლაიტკოინი, რიპლი და ა.შ.

    “ჩვენი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებმა ტრადიციული ვალუტის გამოყენება კრიპტოვალუტის მრავალფეროვან სისტემაში ნებისმიერ დროს შეძლონ”,- განაცხადა Abra-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა ბილ ბარიადთმა.

    კომპანიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ 18 ახალი კრიპტოვალუტის ფლობა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილური ტელეფონით შეეძლება.

    მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ ბალანსი 50-დან რომელიმე სახელმწიფო ვალუტაში შეინარჩუნონ, პლატფორმა იყენებს ბიტკოინსა და ლაიტკოინზე დაფუძნებულ stablecoins, რომელიც კავშირშია “ჭკვიან კონტრაქტებთან”. ეს კი, საჭიროა იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ფასების რყევის შემცირება მოხდეს.

    Abra-ს პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია ტრანზაქციების და ინვესტიციების განსახორციელებლად. აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც Abra-ს მიერ აღნიშნული 50 სახელმწიფო ვალუტიდან მომხმარებლისთვის რომელიმე ვალუტა არის ხელმისაწვდომი.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *