დუბაის მაცხოვრებლები მალე შეძლებენ ციფრული ვალუტა მომსახურეობისა და კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით გამოიყენონ. ეს კი შესაძლებელი გახდება მთავრობისა და კრიპტოვალუტის სფეროს ახალი პარტნიორობის შედეგად.
დუბაის ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის შვილობილი Blockchain ტექნოლოგიის კომპანია Pundi X-ი და Ebooc Fintech-ის კომპანია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც გადასახადების გადახდა ელექტრონულად, კრიპტოვალუტების საშუალებით მოხდება.
Ebooc-ი უზრუნველყოფს მაღაზიებში ტერმინალების განთავსებას. ციფრული ვალუტა, რომლითაც მომსახურეობისა და კომუნალური ხარჯების გადახდა იქნება შესაძლებელი Emcash-ი ეწოდება.
“ჩვენი ვარაუდით, დუბაის მოსახლეობა ციფრული ვალუტით შეძლებს, რომ გადაიხადოს, კომუნალური ხარჯები. ასევე Emcash-ით შესაძლებლობა იქნება სხვადასხვა მომსახურეობისთვის გადახდაც”,- განაცხადა აბდელა ალ-შამსიმ, რომელიც არის Ebooc Fintech-ის თანადამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში დუბაის სამთავრობო სტრუქტურები ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ აქტიურად მსჯელობდნენ.
თუმცა, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე დუბაის ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიის SmartWorld-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა სეიდ ალ-დაჰერიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია ჯერ კიდევ რყევებს განიცდიდა და ამ კუთხით მუშაობა აუცილებელი იყო.