FTX US ინვესტირებას IEX საფონდო ბირჟაზე ციფრული ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად განახორციელებს

0
1063

სემ ბანკმენ-ფრიდის კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ი ტრადიციულ ფინანასებში აგრესიულ ინვესტრებას აგრძლებეს. აშშ-ში დაფუძნებული შვილობილი კომპანია FTX US ინვესტირებას ახორციელებს Investors Exchange-ში (IEX), აშშ-ის ეროვნულ საფონდო ბირჟაზე.

FTX US-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას IEX-ის ოპერატორ IEX Group-თან სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელების შესახებ, რათა ციფრული ფასიანი ქაღალდების ყიდვა, გაყიდვისა და ვაჭრობისათვის ერთობლივი ბაზრის სტრუქტურა ჩამოაყალიბონ.

FTX US-ის სპიკერმა, პარტნიორობის ფინანსური პირობების გამხელაზე უარი განაცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია FTX-ს IEX-ის მნიშვნელოვან აქციონერად აქცევს. წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც FTX-მა ინვესტიცია აშშ-ს რეგულირებულ საფონდო ბირჟაზე განახორციელა.

ახალი თანამშრომლობა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდებას საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ასევე IEX-ი არსებული ბაზრის სტრუქტურისა და მარეგულირებელი პრინციპების დანერგვას გეგმავს.

FTX-ის და მისი შვილობილი კომპანია FTX აშშ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა აღნიშნა, რომ IEX-თან თანამშრომლობა კრიპტო ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი