Canaan-ი შემოსავლების ზრდას ელოდება

0
716

კრიპტო მაინინგ კომპანია Canaan ელოდება, რომ მისი წლიური RMB-ში დენომინირებული შემოსავალი 15%-ზე ნაკლებით შემცირდება.

კრიპტოვალუტის მაინინგის გიგანტი Canaan აგრძელებს მნიშვნელოვანი შემოსავლების გამომუშავებას კრიპტო ოპერაციებიდან, კრიპტო მაინინგის მიმდინარე კრიზისის მიუხედავად.

Canaan-ის მთლიანი შემოსავალი 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში იყო დაახლოებით 4 მილიარდი ჩინური იუანი (RMB), ანუ დაახლოებით 573 მილიონი დოლარი.

ვინაიდან ფირმა მოელის კიდევ 310 მილიონი RMB (46 მილიონი აშშ დოლარი) გამომუშავებას მეოთხე კვარტალში, მთლიანი წლიური შემოსავალი, სავარაუდოდ, 4.3 მილიარდი RMB ანუ 619 მილიონი დოლარი იქნება.

ეს თანხა დაახლოებით 14%-ით არის შემცირებული Canaan-ის RMB-ში დენომინირებული შემოსავალთან შედარებით, რომელიც გასულ წელს 4,9 მილიარდი RMB იყო. აშშ დოლარში მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 21%-ით შემცირდა 2021 წლის 783 მილიონი დოლარიდან.

მიუხედავად ვარდნისა, Canaan-ის 2022 წლიური შემოსავალი მაინც მნიშვნელოვნად დიდი იქნება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

შემოსავალი თითქმის 90%-ით გაიზარდა 2020 წლის 448 მილიონი RMB-დან (64 მილიონი აშშ დოლარი). 2019 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი 1,4 მილიარდი RMB ანუ 201 მილიონი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი