კენიამ ციფრულ ვალუტას გადასახადი დაუწესა

0
1077

კენიის მიერ დაგეგმილი ციფრული ვალუტის მომსახურების გადასახადი 2021 წლიდან ძალაში შევიდა. ახალი რეგულაცია არის ქვეყნის 2020 წლის განახლებული ფინანსური აქტის ნაწილი, რომელიც სხვა სექტორებს შორის ციფრული მომსახურების ბაზარზეცაა ორიენტირებული.

ახალი საგადასახადო რეჟიმის დებულებების საფუძველზე, ელექტრონული ბაზრის გარიგებებმა კრიპტოვალუტის გადახდების ჩათვლით ახლა 1,5% შეადგინა.

კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitzlato-ს წარმომადგენელმა, რეჯინალდ ალანგომ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ახალი საგადასახადო პოლიტიკა განსაზღვრავს 1.5% გადასახადს ყველა კრიპტო გაყიდვის მთლიანი გარიგების ღირებულებას.

”რაც შეეხება მის უარყოფით გავლენას: ეს ნეგატიურად აისახება კენიაში კრიპტოვალუტის მიღებაზე. თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ვალუტის სწრაფ ზრდას აღმოსავლეთ აფრიკაში”,- განაცხადა რეჯინალდ ალანგომ.

ბოლო დროს მედიით არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ აფრიკის კონტინენტზე ციფრული ვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

“აფრიკელები სულ უფრო ხშირად იყენებენ კრიპტოვალუტას”,- ნათქვამია Blockchain-ის ანალიტიკური ფირმის Chainalysis–ის ახალ ანგარიშში.

კომპანიის მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ადგილობრივი კერძო პირი და ბიზნესი კრიპტოვალუტებს იყენებს ტრადიციული ვალუტის არასტაბილურობის გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი