ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა.
“მე არ ვარ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გულშემატკივარი, რომელიც არ არის ფული და მათი ღირებულება არის საკმაოდ მერყევი. არარეგულირებულ კრიპტო აქტივსს შეუძლია ხელი შეუწყოს არაკანონიერ საქმიანობას, მათ შორის ნარკოვაჭრობას და სხვა უკანონო ქმედებებს.
… ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეალური ვალუტა აშშ-ში და ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დოლარი მსოფლიო მასშტაბით დომინანტური ვალუტაა და ეს ფაქტი ყოველთვის ასე დარჩება”,- დაწერა Twitter-ზე დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა ე.წ. საპირველაპრილო ხუმრობად აირჩია ბიტკოინის შემქმნელად გამოეცხადებინა თავი. დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ თვითონ იყო სატოში ნაკამოტო. ტრამპმა, იქვე, “დაანონსა”, რომ კანონები ფინანსების შესახებ ბიტკოინის სასარგებლოდ შეიცვლებოდა.
თუმცა, ტრამპის ნათქვამი ბიტკოინისთვის ხუმრობა აღმოჩნდა. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჟურნალისტის კითხვას დაექვემდებარება, თუ არა, ბიტკოინი სახელმწიფო რეგულაციებს სარა სანდერსმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკვე, მიმდინარეობდა.