ჩინეთის სასამართლო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავენ

0
1293

ჩინეთში სასამართლოები სხდომების ჩასაწერად Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებენ.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შანხაიის სასამართლოები Blockchain ტექნოლოგიას მოსმენების ჩასაწერად საპილოტე პროგრამის ფარგლბში უკვე იყენებენ.

ამასთანავე, შანხაის უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებულ სასამართლო რეფორმის კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მინჰენგის რაიონის სასამართლომ გამოიყენა Blockchain ტექნოლოგია კაპიტალის გადაცემის ხელშეკრულების დავის ჩასაწერად.

”მეტამონაცემების ცხრილი, რომელშიც აღრიცხულია ფაილის სახელი, ფაილის ზომა, ფაილების წარმოქმნის დრო და სასამართლო ჩანაწერების და წერილობითი მასალების სხვა ინფორმაცია, იქმნება დაუყოვნებლივ. ამავდროულად, აუდიოვიზუალური კონვერტაციის ჩანაწერი, მეტადატის ცხრილი, რომელიც დადასტურებულია მხარეთა მიერ, ხელმოწერა და სხვა მასალები მთლიანად იყო წარმოდგენილი საქმის “ელექტრონულ ფაილში”,-აღნიშნული იყო ერთ-ერთი გამომსვლელის მოხსენებაში.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ იაპონიაში მკვლევრების ჯგუფმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული მექანიზმი, რათა იურიდიული საკითხების მოგვარება გამარტივებულიყო. საქმე ე.წ. ციფრული სასამართლოს შეეხებოდა.

”სასამართლო ალგორითმით აერთიანებს მხარეთა მოსაზრებებს და მოსამართლეებს იმ შემთხვევაში, თუ ციფრული სასამართლო ირწმუნება, რომ მხარემ დაარღვია ხელშეკრულება, მხარე დააჯარიმდება”,- აღნიშნული იყო პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი