ქველმოქმედებისთვის კრიპტო პროექტებმა 3 მილიონი დოლარი დააგროვეს

0
1174

მაისის თვეში ორმა კრიპტოვალუტის პროექტმა საქველმოქმედო შემოწირულობის სახით 3 მილიონი დოლარი შეაგროვა.

კრიპტოვალუტის პროექტმა, Elongate-მა, 2 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა. მიღებული თანხა საკვებისა და ზოგადი დახმარების პროგრამებზე იქნება განაწილებული.

ეს უკანასკნელი არის Covid-19-თან წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება. Elongate-ის საქმიანობას მხარს უჭერენ Children’s International-ი, Ocean Cleanup-ი, Big Green-ი, Human Relief Foundation-ი, Give India და ა.შ.

იმავდროულად, DeFi-ს პროექტმა, Munch–მა განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა.

აღსანიშნავია, რომ Covid-19-თან ბრძოლაში არაერთი კრიპტო ინვესტორი მონაწილეობს.

Sandeep Nailwal-მა, Polygon-ის შემქმნელმა, ცოტა ხნის წინ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ ინდოეთს დახმარება სჭირდება და თან დაურთო ვიდეო, რის შემდეგაც მის პოსტს უამრავი მომხმარებელი გამოეხმაურა.

შემდეგ მან Google ფორმა შექმნა სავარაუდო დონორებისთვის და ინდოეთის კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟებს და ინსტიტუტებს, როგორიცაა WazirX-ი, CoinDCX-ი და Bitbns-ი, დახმარება სთხოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი