დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორ კრიპტო ბირჟას ლიცენზია მიანიჭა

0
1631

დიდი ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანომ ქვეყანაში მოქმედ ორ კრიპტოვალუტის ბირჟას ლიცენზია მიანიჭა.

აღნიშნული კრიპტო ბირჟებია Archax-ი და უინკლევოსების Gemini.

ფინანსური ქცევის ორგანოს ვებსაიტის თანახმად, Archax-ი და Gemini ამჟამად რეგისტრირებულნი არიან აშშ– ში, როგორც კრიპტო აქტივების კომპანიები.

ბრიტანეთის მარეგულირებლის მოთხოვნის მიხედვით, ორივე კრიპტო ბირჟა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნებს შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების მიღება და ტერორიზმის დაფინანსების გამოაშკარავება.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ინგლისის ბანკი და სხვა ინსტიტუტები ციფრულ ვალუტაზე მკაცრი ნორმების დაწესებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

ამასთანავე, ბრიტანელები არ ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია მძლავრი ფინანსური სექტორია. გამომდინარე აქედან, არც არის აუცილებელი მკაცრი წესები.

“ჩემი აზრით, ამჟამად, კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის რისკის შემცველი არ არის. თუმცა, ველით, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ტრადიციულ ფინანსურ სექტორთან კავშირები გაიზარდება. არსებობს ფულის გათეთრებისა და კიბერ საფრთხის რისკებიც”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი