რობერტ კიოსაკი: ბიტკოინში ინვესტიცია აუცილებელია

0
1422

ანალიტიკოსი რობერტ კიოსაკი აცხადებს, რომ აღარ არის დრო ბიტკოინის განხილვაზე. დოლარი იმდენად “დასუსტდა”, რომ საჭიროა ინვესტიცია ბიტკოინში განხორციელდეს.

“ბიტკოინი აუცილებელი ინვესტიციაა, რადგან სამყარო დიდი საბანკო კრიზისის წინაშე დგას”,- აღნიშნა რობერტ კიოსაკიმ.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსი ცდილობს 12.000 დოლარის ნიშნულზე დაბრუნებას.

გუშინ, 20 აგვისტოს ციფრულ ვალუტაზე ვაჭრობა 11.761 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 11.900 დოლარზე დაფიქსირდა. კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 11.710 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს კი ბიტკოინზე ვაჭრობა 11.878 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზით, ბიტკოინის კურსის მატება გარდაუვალი მოვლენაა და ის მხოლოდ დროის ამბავია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ კიოსაკი ბიტკოინის მიმართ ყოველთვის პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი