ანალიტიკოსები: ლაიტკოინი ნელ-ნელა 60 დოლარის ნიშნულს უახლოვდება

0
1435

ლაიტკოინის კურსი 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 47 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 53 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 55 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული ლაიტკოინმა 53 დოლარზე აჩვენა. ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 55 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინმა ზრდა განაგრძო მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 60 მიაღწევს შემდეგ კი, 69 დოლარს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინზე ვაჭრობა მაშინ განაახლონ, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 60 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

რაც შეეხება კარდანოს, ამ ეტაპზე კარდანოს ღირებულება 0.079623 დოლარს შეადგენს.

გუშინ, კარდანოზე ვაჭრობა 0.076337 დოლარზე გაიხსნა. დღის მანძილზე დაფიქსირებული კურსის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.080952 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.076337 დოლარი იყო. დღის ბოლოს, კი კარდანოზე ვაჭრობა 0.080952 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ფასის ზრდას მოახერხებს მოსალოდნელია, რომ კურსი 0.082207 დოლარზე დაფიქსირდეს.

ექსპერტები ტრეიდერბს ურჩევენ, რომ კარდანოზე ვაჭრობა მაშინ დაიწყონ, როდესაც ციფრული ვალუტის კურსი სწორედ 0.082207 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი