დენ ტაპიერო კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ფონდს ქმნის

0
1315

ინვესტორმა, დენ ტაპიერომ 200 მილიონი დოლარის ფონდი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის ეკოსისტემაში საშუალო და გვიან ეტაპზე მყოფი კომპანიების დახმარებას.

მარეგულირებლის აღრიცხვაში აღნიშნულია, რომ 10T Fund-ის პირველი გაყიდვა 29 იანვარს მოხდა, დარჩენილია გასაყიდად 76 მილიონი დოლარი.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეტანილი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების შენიშვნის თანახმად, დენ ტაპიერომ და მისმა 10T Holdings პარტნიორებმა, მაიკლ დუბილიერმა და სტან მიროშნიკმა მარეგულირებელ ორგანოს აცნობეს კრიპტო კაპიტალის 200 მილიონამდე გაზდის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ფონდმა უკვე გაყიდა 124 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიცია.

დენ ტაპიერომ ასევე ისაუბრა ენტონი პომპლიანოს პოდკასტზე საინვესტიციო ფონდის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ის და მისი პარტნიორები ყიდულობდნენ კერძო კაპიტალის წილებს ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული კომპანიებისგან.

ტაპიერომ კონკრეტულად მოიხსენია FinTech კომპანია, Figure Technologies-ი, კრიპტო ბირჟა Kraken-ი და სტაბილკოინის გამცემი Paxos-ი, როგორც შესაძლო ფირმები, რომელშიც უნდა ჩადონ ინვესტიცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი