Sony 3D NFT-ის გამოუშვებს

    Theta Labs-ი Sony-ს 3D NFT-ს გამოშვებაში დაეხმარება, რომელიც სივრცითი რეალობის ეკრანთან თავსებადი იქნება.

    იაპონური კონგლომერატი Sony Electronics-ი Blockchain ვიდეო მიწოდების ქსელ Theta Labs-თან იწყებს თანამშრომლობას, რათა NFT გამოუშვას.

    მათი ნახვა Sony-ს სივრცითი რეალობის ეკრანის საშუალებითაა შესაძლებელი.

    ეს არის მონიტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს აღიქვან საგნები 3D-ში, ტრადიციული 3D აქსესუარების გამოყენების გარეშე.

    სივრცითი რეალობის ეკრანი თვალის მოძრაობას აკონტროლებს და არეგულირებს ეკრანს მნახველის მოძრაობისას, რაც მომხმარებლებს 3D რეალობის შეგრძნების გამოცდილებას აძლევს. ამასთანავე, Theta Labs-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მიჩ ლიუ, მიიჩნევს, რომ NFT-ის 3D ვიზუალიზაციისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია.

    მიჩ ლიუმ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, NFT ინდუსტრია 2D სურათებისა და ვიდეოებისგან შედგება.

    თუმცა, Theta Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ Metaverse-ი უკვე 3D არის.

    ეს კი ნიშნავს, რომ უკვე საჭიროა ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს ამ სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროს დანახვის შესაძლებლობას დამატებითი გაჯეტების გარეშე მისცემს. Sony და Theta გამოუშვებენ NFT-ის სახელწოდებით The Tiki Guy.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *