ჩინეთის მთავრობა Blockchain-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობს

0
1214

ჩინეთის ჰაიანის თავისუფალი ვაჭრობის რეგიონის მთავარი გეგმა მთავრობის ფუნქციონირებაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობამ ჰაინანის რეგიონი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამ კონტექსტში მოიაზრება პორტიც.

ზოგადად Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გეგმები სამთავრობო ინსტიტუტებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში ეხემარება.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი, სამეცნიერო, სტანდარტიზირებული და ეფექტური თავისუფალი სავაჭრო პორტის მართვის სისტემის შექმნას.

”ჩვენ მნიშვნელოვანი როლი უნდა მივანიჭოთ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მთავრობის სერვისის პლატფორმების სტანდარტიზაცია, სამთავრობო სერვისების გამარტივება, მონაცემების რეგულარული გაზიარება და სამთავრობო სერვისისა და მმართველობის გაუმჯობესება- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი”,-აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმად, ჩინეთის უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, China Merchants Port-მა მიაღწია შეთანხმებას ელექტრონული კომერციის გიგანტთან, Alibaba Group- თან და მისი შვილობილ კომპანია Ant Financial-თან. ეს გარიგება კომპანიებს საშუალებას მისცემს Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის გარიგებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პლატფორმა საშუალებას მისცემს მყიდველებს, გამყიდველებს, ლოჯისტიკურ კომპანიებს, ბანკებს, საბაჟო და საგადასახადო მოხელეებს განახორციელონ უკონტაქტო ციფრული ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი