გერმანიის ეროვნული ტურისტული საბჭო კრიპტოვალუტით მომსახურეობის გადახდის სისტემას შემოიღებს

0
2926

გერმანიის ეროვნული ტურისტული საბჭო ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს მომსახურეობის გადახდის საშუალებად სცნობს.

“დიგიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ტრენდებს. ამასთანავე, ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენს კომპანიაში მათი გამოყენება”, – განაცხადა ეროვნული ტურისტული საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრა ჰოდერფერმა.

მარკეტინგის განყოფილებაში განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი იყვნენ ბიტკოინის უკან მდგარი Blockchain ტექნოლოგიით. Blockchain-ის მიმართ ინტერესი განპირობებული იყო როგორც, საბჭოს მიერ ფინანსურ ოპერაციებში გამოყენებით ასევე, საერთაშორისო გადახდის სისტემაში ოპერირებითაც.

როგორც გლობალური კომპანიას, ეროვნულ ტურისტულ საბჭოს სურს, რომ შექმნას მაგალითი, ტურიზმში ინოვაციის მხარდაჭერისა.

ფრანკფურტში დაფუძნებული ტურიზმის ეროვნული საბჭო ექვემდებარება ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს, საიდანაც საბჭო დაფინანსებას იღებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანია თანამშრომლობას გეგმავს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან, რათა პირველადი მონეტარული შეთავაზების რეგულაციის საკითხი საბოლოდ, შედგეს.

ბუენოს-აირესში გამართულ G20 სამიტზე გერმანია კრიპტოვალუტის საერთაშორისო დონეზე რეგულირების მომხრე იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი