სამხრეთ კორეაში ბირჟების სავაჭრო მოცულობა გაზრდილია

0
927

სამხრეთ კორეაში ყველაზე აქტიური კრიპტო მომხმარებელთა ასაკი 30-სა და 39 წელს შორის მერყეობს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე კვარტალში ოცდაათი წლის სამხრეთ კორეის მცხოვრებლებმა დაახლოებით 2.2 ტრილიონი კორეული ვონი ანუ დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარი Upbit-ზე, Bithumb-ზე, Coinone-სა და Korbit-ზე ივაჭრეს.

2021 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეელებს აქვთ ყველაზე ნაკლები ანაბარი 3,4 მილიონი აშშ დოლარით. თუმცა ეს მაინც იყო 400% -ზე მეტი ზრდა 824,000 აშშ დოლართან შედარებით, რაც მათ ბირჟებზე 2021 წლის პირველ კვარტალში შეიტანეს.

”ყველა ასაკობრივი ჯგუფი ციფრულ ვალუტებში ინვესტიციას ახდენს. მთავრობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ინვესტორებს უნდა დაუთმოს”,- განაცხადა ეროვნული ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, დოო-ჰიუნ იონმა.

აღსანიშნავია, რომ ამ თვეში, Upbit-ი გახდა ერთ-ერთი პირველი სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც ქვეყნის მარეგულირებლებთან ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ფინანსური მომსახურების კომისიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი კრიპტო სავაჭრო პლატფორმები ვალდებულნი არიან, რომ 24 სექტემბრამდე ოფიციალურად დარეგისტრირდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი