ჯერომ პაუელი: სტაბილკოინს რეგულაცია სჭირდება

0
1060

ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა წარმომადგენელთა პალატას განუცხადა, რომ სტაბილკოინები უფრო მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.

პალატის ერთ-ერთმა წევრმა ენტონი გონსალესმა, ჯერომ პაუელს შეკითხვები კონკრეტულად Tether- ის შესახებ დაუსვა, რომელიც ამჟამად ყველაზე ღირებული სტაბილკონია. ტეზერი ირწმუნებოდა, რომ მონეტას დოლარი უჭერდა მხარს, მაგრამ დადასტურდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

“ბაზარი უბრალოდ ქრება. საზოგადოებას კი ფინანსური სახსრები სწორედ ასეთ მომენტებში სჭრიდება. ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ძალიან ჰგავს საბანკო დეპოზიტებს და ფულის ბაზრის სახსრებს. შესაბამისად, მათი დარეგულირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”,- განაცხადა პაუელმა.

პაუელმა განაგრძო და აღნიშნა, რომ თუ სტაბილკოინი გადახდის ნაწილი იქნება, მაშინ საჭიროა რეგულაციების ამოქმედება, რადგან ამჟამად სტაბილკოინებსიათვის მარეგულირებელი სისტემა ფიზიკურად არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა მისი ცვალებადი ბუნების გამო გადასახადების გადასახდელად მოსახერხებელი არ არის, ის სტაბილკოინის გამოშვების მომხრეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი