Square Enix-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ტექნოლოგიის მიმართ კეთილგანწყობილია

0
775

Square Enix-ის აღმასრულებელი დირექტორი Blockchain-ის, Metaverse-ისა და NFT-ის გამოყენებას გეგმავს.

სათამაშო ბიზნესში შესაძლოა, NFT-ი ფართო გამოყენების საგანი გახდეს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სათამაშო კომპანია NFT-ის ინდუსტრიის მომავალად ხედავს.

Square Enix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსოკე მაცუდამ თავის საახალწლო გზავნილში კომპანიის განზრახვები Blockchain-ისა და NFT სფეროების მიმართ გამოავლინა. თავის წერილში მაცუდამ Metaverse-იც განიხილა.

იოსოკე მაცუდა ელის, რომ 2022 წელი Metaverse-ისთვის მომგებიანი იქნება. მან ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოება ნელ-ნელა ვირტუალური სამყაროებით ინტერესდება.

კონცეფციის განხილვისას მაცუდამ დაწერა:

„როდესაც ეს აბსტრაქტული კონცეფცია დაიწყებს კონკრეტული ფორმის მიღებას პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების სახით, იმედი მაქვს, რომ ის მოიტანს ცვლილებებს, რომლებიც უფრო არსებით გავლენას მოახდენს ჩვენს ბიზნესზეც“.

შეგახსენებთ, რომ NFT-ისა და Metaverse-ის გარდა, კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუწყო ვირტუალურ გასართობ ინდუსტრიას და Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამების ამუშავებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი