გერმანიის მთავრობა: კრიპტოვალუტა საფინანსო სექტორს საფრთხეს არ უქმნის

0
1904

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური სექტორის სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის.

ფედერალური მთავრობის განცხადებით, კრიპტოვალუტით ტრანზაქციების რაოდენობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ გლობალურ ფინანსურ სისტემას საფრთხე შეუქმნას.

გერმანიის მთავრობა ასევე გამოეხმაურა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის კრიპტოვალუტის სხვადასხვა კრიტერიუმთან დაკავშირებულ პრობლემებს. პრობლემები დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან, არალეგალურ შემოსავალსა და ტერორისტული საქმიანობის დაფინასებასთან.

როგორც ცნობილია, კრიპტოსფეროს რისკების შეფასება მომავალ წელს დასრულდება.

“ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების რისკების მოგვარების მიზნით, გერმანიაში უკვე მნიშვნელოვანი რეგულაციებია დაწესებული: მაგალითად, გერმანიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებმა უნდა დაიცვან ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული წესები ისევე, როგორც ამას სხვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებლები აკეთებენ, განსაკუთრებით ეს წესი ეხება მომხმარებლის იდენთიფიკაციას”.

გერმანიის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს ნებართვა სჭირდებათ კრიპტოვალუტის ბირჟებს საქმიანობის დასაწყებად. მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა კრიპტოვალუტის სფეროში საერთაშორისო კონტროლის მნიშვნელობას:

“ევროპულ და საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია, ამიტომ ფედერალურ მთავრობას ამ ორ დონეზე კრიპტო-ტოკენების ჰარმონიულ გატარებაზეა ორინეტირებული”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი