Binance-ის დამფუძნებელი: კრიპტოვალუტების ნაღდი ფულით ჩანაცვლებას არ ვგეგმავ

0
1292

კრიპტოვალუტის უდიდესი გლობალური ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩენგპენგ ზაო ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კრიპტო მილიარდერია.

”მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ლიკვიდურობას გაცილებით მეტად აფასებს, ვიდრე რაღაცის ფლობას. სინამდვილეში, მე მირჩევნია, არაფერი მქონდეს”,-აღნიშნა მან Bloomberg–თან ინტერვიუში.

ინტერვიუს დროს Binance-ის დამფუძნებელმა საკუთარი არჩევანის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ურჩევნია ბიტკოინს ფლობდეს, ვიდრე უძრავ ქონებას.

“მე არ ვფლობ ტრადიციულ ვალუტას. ფიზიკურად არსებული ფული, რომელიც მე მაქვს, ალბათ უმნიშვნელოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვიყენებ კრიპტოვალუტას ტრადიციული ვალუტის შესაძენად. მე მხოლოდ ციფრული ვალუტის შენარჩუნება მინდა. ამიტომ არ ვგეგმავ, რომ ჩემი კრიპტოვალუტები ნაღდი ფულით ჩავანაცვლო”,-აღნიშნა კრიპტო მილიარდერმა.

შეგახსენებთ, რომ Blockchain-ის ვირტუალურ კონფერენციაზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტები და საქველმოქმედო კრიპტო პროექტები კრიპტოვალუტის ადაპტაციას ახდენენ.

”თუკი აპირებთ, რომ ციფრული ვალუტით გარკვეული დონაცია განახორციელოთ, თქვენ რეგისტრირდებით, ხსნით ციფრულ საფულეს და იწყებთ თანხის გადარიცხვას. ბევრი ადამიანისთვის ეს კრიპტოვალუტასთან შეხების პირველი შემთხვევაა, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურია”,- განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი