დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი: კრიპტოვალუტა მომავალში გლობალური მასშტაბის იქნება

0
2965

გარი კონი, Goldman Sachs-ის ყოფილი პრეზიდენტი და აშშ-ს პრეიზდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებში ფიქრობს, რომ მომავალში კრიპტოვალუტა გლობალური მოხმარების საგანი იქნება, მაგრამ იქვე აღნიშნავს: “ეს იქნება უფრო მარტივად გასაგები მონეტა, ვიდრე ბიტკოინია”.

კონმა CNBC-ისთან საუბარში განაცხადა, რომ გლობალური კრიპტოვალუტას შეხება არ ექნება მაინინგთან.

“გასული წლის ოქტომბერში გამოვლინდა, რომ ბიტკოინის მაინინგისთვის დაიხარჯა 56 მილიონი კვტ.სთ”,- აღნიშნა გარი კონმა.

კონმა იქვე განმარტა, რომ მას დიდად არ სჯერა ბიტკოინის, თუმცა სჯერა Blockchain-ის და მან ისიც აღნიშნა, რომ მომავალის გლობალური მონეტა სავარაუდოდ, Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ Goldman Sachs-მა დაიწყო კლიენტებისთვის ბიტკოინის სხვადასხვა კონტრაქტის შეთავაზება გარი კონმა უპასუხა: “Goldman Sachs-მა უნდა გააკეთოს ის, რაც აქციონერთა ინტერესებში შედის.”

მარტის თვეში, როდესაც გარი კონმა დოლად ტრამპის ადმინისტრაცია დატოვა განაცხადა, რომ ჰქონდა ახალი იდეა, რომლითაც საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი