რუსეთში სასამართლომ კრიპტოვალუტა ღირებულების მქონე საკუთრებად აღიარა

0
1925

რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლომ კრიპტოვალუტა ღირებულების მქონე საკუთრებად აღიარა. სასამართლოს ამ გადაწყეტილებით გაუქმდა წინა გადაწყვეტილება, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

მიუხედავად ამისა, რუსეთს ამ დრომდე კრიპტოვალუტის შესახებ არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ნორმა.

მეცხრე არბიტრაჟის სასამართლომ დაადგინა, რომ პერსონის ქონებაში კრიპტოვალუტაც ღირებულების მქონე საკუთრებად უნდა განიხილებოდეს.

საქმე ეხება რუსეთის მოქალაქე ილია ცარკოვს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაკოტრდა. სასამართლომ ბრძანა, რომ მისი კრიპტოვალუტებიც უნდა გადაეცეს მინდობილ პირს, ალექსეი ლეონოვს, რომელსაც გადაეცემა ცარკოვის კრიპტოვალუტის საფულის გასაღები.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ცარკოვი 0.2 ბიტკოინს ფლობს, რომელიც მიმდინარე საბაზრო განაკვეთებით, დაახლოებით, 1.885 დოლარია.

“რუსეთში საკუთრებად კრიპტოვალუტა პირველად აღიარეს”,- წერს “რია ნოვოსტი”.

“ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად აღიარა კრიპტოვალუტა საკუთრებად და ამით აღიარა მის ღირებულებაც”,- ამბობს ალექსეი ლეონოვი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს მოუწოდა, რომ რუსული ვებ-გვერდებიდან კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის აკრძალვის საქმისთვის გადაეხედა. საქალაქო სასამართლოს განაჩენით ვებ-საიტი დაიბლოკა, სადაც კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა.

საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი გააუქმა და ვებ-საიტმაც მუშაობა განაახლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი