ტეილორ უინკლევოსმა ახალი კრიპტო პროექტი საზოგადოებას წარუდგინა

0
1138

ტეილორ უინკლევოსმა, ცოტა ხნის წინ, პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც პროექტი “კრიპტოპედია” ფართო აუდიტორიას გააცნო. ეს იქნება უფასო შესაძლებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რათა კრიპტო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს.

ამჟამად, პლატფორმაზე განთავსებულია კრიპტოვალუტის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და დეცენტრალიზებული ფინანსების განკარგვის კატეგორიები. “კრიპტოპედია” ასევე კრიპტო ექსპერტებისთვისაც შეიქმნა, რათა მათ ცოდნა ციფრული ვალუტების შესახებ ერთმანეთს გაუზიარონ.

პლატფორმის “ექსპერტ ქსელი” მოიცავს ინდუსტრიის ზოგიერთი უდიდესი პროექტის დამფუძნებლებსა და ლიდერებს, მათ შორის არიან: Aave–ის აღმასრულებელი დირექტორი, სტანი კულეჩოვი, Tezos–ის თანადამფუძნებელი, კეტლინ ბრეიტმანი და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზრები წლების განმავლობაში განვითარდა, განათლების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

ამ თემაზე ბოლო დროს არსებული მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის მიღება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის კვლევამ დაადგინა, რომ დაახლოებით 101.000 ადამიანი მთელ მსოფლიოში ბიტკოინს და სხვა ციფრული ვალუტის მფლობელია.

იმისათვის, რომ გაიზარდოს მფლობელთა რიცხვი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ის პრობლემები, რომლებიც კრიპტო მესაკუთრეების წინაშე დგას. ამისათვის კი საჭიროა სწორი ინფორმაციის ფლობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი