4 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2463

სამშაბათს, 4 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

ბიტკოინის კურსი დაახლოებით 7.374 დოლარს შეადგენდა. ფასი დღის განამავლობაში 1%-ზე ოდნავ მეტით იყო გაუმჯობესებული.

31 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა, ბიტკოინმა მყარი ზრდის ტენდენცია აჩვენა და ახლა უკვე კრიპტოვალუტის ფასმა 7.400 აშშ დოლარს მიაღწია.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 288 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ფასის განსაკუთრებული ცვლილება დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 0,1%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო შემცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ის 31%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 4 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 240 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში კაპიტალიზაცია 12 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი