ჩინურმა გასართობმა კონგლომერატმა Tencent-მა, გაერთიანებული ერების ორგანიზაიისაგან მიიღო დამტკიცება, რათა პროექტი წარმართოს, რომელიც NFT-სთვის ტექნიკური და უსაფრთხოების სისტემას შეისწავლის.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პროექტი გაეროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების პირველი ინიციატივა იქნება.
გაეროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ, სატელეკომუნიკაციო საერთაშორისო კავშირმა (ITU) დაამტკიცა პროექტი, რომელიც სავარაუდოდ პირველ პროექტს 2022 წლის ბოლოს დაასრულებს.
მიმდინარე მოცემულობით ITU-ს მიერ გაცემული ნებისმიერი რეკომენდაცია სავალდებულოა და აღსრულება მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყნები შესაბამის კანონს მიიღებენ.
„საერთაშორისო სტანდარტი მიზნად ისახავს Blockchain-ზე დაფუძნებული სხვადასხვა ინიციატივისთვის ტექნიკურად გამართული სისტემის შექმნას და ამავდროულად უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას”,- აღნიშნულია Tencent-ის განცხადებაში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მიზნად ისახავს NFT-ის კრიპტოვალუტის სტატუსისგან განცალკევებას, რაშიც Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
Blockchain-ზე დაფუძნებული სერვისის ქსელი (BSN), რომელიც არის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain პროექტი, მუშაობს ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
ინფრასტრუქტურა კი ბიზნესსა და ინდივიდებს დაეხმარება, რათა პლატფორმები და აპლიკაციები NFT-ების მართვისთვის შეიქმნას.