აშშ-ს რაიონულმა სასამართლომ ორ მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეის დახმარებისთვის ბრალი წაუყენა

0
808

აშშ-ს რაიონულმა სასამართლომ ბრალი წაუყენა ევროპის ორ მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეაში Blockchain და კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციების თავიდან არიდების საქმეში.

სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ესპანეთის მოქალაქემ, ალეხანდრო კაო დე ბენოსიმ და დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, კრისტოფერ ემსიმ აშშ-ის სანქციები დაარღვიეს.

სავარაუდოდ, ისინი ეთერიუმის ყოფილ დეველოპერთან, ვირჯილ გრიფიტთან მუშაობდნენ, რათა მიეწოდებინათ ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ჩრდილოეთ კორეას Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ტექნოლოგიების გამოყენება ფულის გასათეთრებლად და სანქციების თავიდან ასაცილებლად.

მოგვიანებით, სამივემ განაგრძო კრიპტოვალუტისა და Blockchain სერვისების მიწოდება.

გრიფიტი კარგად არის ცნობილი კრიპტოვალუტის სივრცეში ეთერიუმის პლატფორმაზე მუშაობით. ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2019 წლის ნოემბერში დააკავა და გასული წლის სექტემბერში საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო.

12 აპრილს მას 63 თვით თავისუფლების აღკვეთა და 100 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ კაო დე ბენოსმა და ემსმა გრიფიტი დაიქირავეს კრიპტო კონფერენციაზე სასაუბროდ.

ამასთანავე, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ თანდართულ განცხადებაში, FBI-მ მკაცრად გააფრთხილა ნებისმიერი პირი ან კომპანია, რომელიც ფიქრობს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით იმოქმედოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი