ბრაზილიის საფინანსო მარეგულირებელი ორგანო Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მარეგულირებელ წესებს შემოიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალი მარეგულირებელი ინიციატივა აერთიანებს ბრაზილიის ცენტრალური ბანკის, ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის, დაზღვევისა და ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ბრძანებას. მარეგულირებელი სტრუქტურის მთავარი მიზანია მოახდინოს ფინანსური გავლენა ციფრულ ინდუსტრიაზე.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონრეტული და დეტალური კონცეფცია რეგულაციის შესახებ საჯარო არ არის. თუმცა ერთი რამ კი ნათელია, მარეგულირებელს წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და Blockchain და კრიპტო ინდუსტრიაზე გავლენას მოახდენს.
რამდენიმე კვირის წინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის საკანომდებლო ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობდა.
ბრაზილიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ აუცილებელია შეიქმნას კომისია, რათა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი მოგვარდეს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ციფრული ვალუტის რეგულაცია აქტუალური საკითხია. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით G20-ის სამიტზე ბრაზილიას საკუთარი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რათა რეგულაციები ძალაში 2021 წლიდან შევიდეს.