ჩინეთი NFT-ის ოპერაციებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს

0
918

ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადებების სერია, რომელიც NFT ბაზრის წინააღმდეგ არის მიმართული.

ყველა განცხადებაში ხაზგასმით ნათქვამია, რომ NFT-ის ოპერაციები არის უზარმაზარი “ეკონომიკური ბუშტი“.

უნდა აღინიშნოს, რომ NFT-ის გარდა, ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგაც არაერთი ოპერაცია განახორციელა.

მაინინგის ოპერაციები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში შეჩერდა.

ანჰუის, ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ხელისუფლებამ ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“მთელი რიგი ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაინინგის ოპერაციები შეჩერებულია”,- იტყობინება ადგილობრივი სააგენტო, Hefei Online-ი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩინელმა კრიპტო ჟურნალისტმა, კოლინ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ქსელის კორპორაციამ გაავრცელა შეტყობინება ქვეყნის ყველა კუთხეში ციფრული ვალუტის მოპოვების დახურვის მოთხოვნით.

ანჰუის ძალისხმევის ფარგლებში ენერგიის მოხმარების აღსაკვეთად, პროვინცია გეგმავს კრიპტომოპოვების პროექტების დახურვასა და ახალი ინიციატივების შემოწმებას.

შეგახსენებთ, რომ მაისში ჩინეთმა კრიპტო შეზღუდვები გაამკაცრა. აღნიშნული გამკაცრებული შეზღუდვა კი ასე გამოიყურება: მთავრობა კრძალავს ფინანსური ინსტიტუტების და საგადახდო კომპანიების მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი