ბობი ლი: ბიტკოინის ფასი 200.000-სა და 250.000 დოლარს შორის იმერყევებს

0
1410

კრიპტოვალუტის ექსპერტის, ბობი ლის ადრეული პროგნოზები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა.

2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემდეგი “აღზევება” 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში მოხდებოდა. ციფრული ვალუტა პიკს კი 2021 წლის ბოლოს, დეკემბრისათვის, მიაღწევდა. მისი პროგნოზი გამართლდა.

ბობი ლი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ამ წლის ბოლოს 200.000-დან 250.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი მოხსნის ყველა დროის ფინანსურ რეკორდს. ამაში მოიაზრება ოქროს შეფარდება ნავთობთანაც.

”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი კიდევ მოიმატებს მინიმუმ 4-5-ჯერ. ასე რომ, კრიპტოვალუტის ფასი წელს 200.000-250.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობ ლიმ.

მან განმარტა, რომ ფასების უახლესი ზრდა, რაც 50.000-დან 60.000 დოლარას შეადგენდა გამოწვეული იყო ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით. ბობ ლიმ ილონ მასკის ინვესტიცია მოიყვანა მაგალითად.

აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვნად ცვლის საბაზრო ეკოსისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებელი ახლა უფრო ღია და მოქნილი იქნება კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის რეგულაციების დაწესების დროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი