საფრანგეთის მარეგულირებელმა 4 კრიპტო ვებ-გვერდი დაბლოკა

0
1397

ფრანგულმა საფონდო ბირჟების ზედამხედველმა, ფინანსური ბაზრის მარეგულირებელმა, ოთხი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ვებ-გვერდი დაბლოკა. ვებ-საიტების გაუქმების მიზეზი არასანქცირებული საინვესტიციო შეთავაზება გახდა.

ამის შესახებ მარეგულირებლის ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა.

მარეგულირებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით ცხრა კომპანია მარეგულირებელი თანხმობის გარეშე ფუნქციონირებს. მათ შორის არის დასახელებული ოთხი კრიპტო კომპანიაც.

განცხადებაში საფონდო ბაზრის მარეგულირებელი აფრთხილებს ინვესტორებს არარეგისტრირებული საინვესტიციო პროექტების გაზრდის შესახებ. ასევე მარეგულირებელი აცხადებს, რომ მოსალოდნელია ახალი არაავტორიზებული კომპანიების კიდევ გამოჩენა.

შავ სიაში შედის ისეთი კრიპტო ვებ-საიტები, როგორიცაა iminage.com, elos-patrimoine.com, infoconso.info და live-crypto.com.net კომპანიები კლიენტებს რისკისგან თავისუფალ კრიპტოვალუტების ინვესტიციებს სთავაზობდნენ. ასევე რჩევებთან დაკავშირებით პროფესიონალების მომსახურეობასაც.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უცხოური კრიპტოვალუტების ბირჟებისათვის ჯერ კიდევ თებერვალში დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ყველა მათი წინა მცდელობა, რომელიც ადგილობრივ ინვესტორების შემცირებასა და ბიტკოინით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებდა ბოლომდე ვერ მოხერხდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი