ტაილანდი ტურიზმის სექტორის სტიმულირებას კრიპტო მფლობელების მოწვევით ცდილობს

0
1079

ტაილანდის ტურიზმის დეპარტამენტმა მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ტურისტულ სექტორში კრიპტო მფლობელების გადახდისუნარიანობა დაადგინეს.

ტაილანდის მთავრობა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ ტურიზმის გაჩერებისაგან გამოწვეული კრიზისის მოგვარებას ცდილობს. 2020 წლის პირველ კვარტალში ინდუსტრიის ჩამოშლის შემდეგ ტაილანდი ეძებს ტურისტების მოზიდვის გზებს.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ტურისტული სექტორის სტიმულირებისთვის ამგვარ გზას მიმართოს: ქვეყანა კრიპტოვალუტის მფლობელებს მოიზიდავს.

ჩინეთში მაინინგის საქმიანობა საკმაოდ პოპულარულია ამიტომ ჩინეთი, პირველ რიგში, მოხვდა ტაილანდისათვის სასურველი ქვეყნების სიაში.

”თუ ქვეყანის კრიპტოვალუტის ბაზრისთვის მომზადებას შევძლებთ, ეს ხელს შეუწყობს დიდი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვას”,- განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, იუტსაკ სუპასორნმა.

მან ასევე დასძინა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ცენტრალური ბანკის რეგულაციებს და ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად ზომები უნდა იქნეს შემუშავებული.

შეგახსენებთ, რომ ახალი საკვალიფიკაციო სისტემის ინიცირებით, ტაილანდის მარეგულირებელი აპირებს უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა, რომელიც გამოიხატება მათი ცნობიერების ამაღლებასა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი