ყველა ცენტრალური ბანკი არ მუშაობს ციფრული ვალუტის გამოკვლევაზე

0
1258

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ განწყობა ცვალებადია.

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 66 ბანკმა მიიღო. ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ მომდევნო 3 წელიწადში ციფრული ვალუტას გამოუშვებენ. თუმცა გამოკითხულთა შორის ბანკის წარმომადგენელთა ნაწილმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ციფრული ვალუტის გამოშვებით.

”ზოგი ბანკი ციფრული ვალუტის არსებობას აიგნორებს, ზოგი მათგანი სამომავლოდ აპირებს გამოკვლევას. ნებისმიერი სახის გამოკვლევა კრიპტოვალუტის ეკოსისტემაზე პოზიტიურად აისახება”,-განაცხადა მედიასთან საუბრის დროს “ვუდსტოკის ფონდის” თანადამფუძნებელმა და მმართველმა, ჰიმანშუ ეიდავმა.

დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური ბანკების მხოლოდ 10% ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ჰქონოდა ისეთი ციფრული ვალუტა, რომელიც მოკლე დროში ფართო საზოგადოებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ეგიდით მომზადდა ანგარიში. ორი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში ცენტრალურ ბანკის მიერ გამოსაშვები საკუთარი ციფრული ვალუტის არასასურველი ეფექტის შესახებ აფრთხილებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი