2018 წელს ჩინეთის მარეგულირებლისგან კრიპტოვალუტის რეგულაციის გამკაცრება მოსალოდნელია

0
1845

ჩინეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც კრიპტოვალუტას 2018 წლის მთავარ პრიორიტეტად მოიაზრებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციები იენისათვის გარკვეული რისკის შემცველია. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ცენტრალური ბანკის ქმედებას, რომელიც კრიპტოვალუტის საკითხის კვლევას გულისხმობს.

ანგარიშში აღნიშნულია ჩინეთის მთავრობის მიერ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, ფასების არასტაბილურობა, კრიმინალური ქმედება და რეგულაციის სისტემა, რომელიც მომხმარებელთა დაცვას უზრუნველყოფს.

ამასთანავე, დოკუმენტი მხარს უჭერს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციის სისტემის გაძლიერებას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ განავითარონ ციფრული ვალუტასთან მიმართებაში მონიტორინგის პროცედურები.

ანგარიში ასევე გულისხმობს იმ წინადადებებს, რომლებიც ბუენოს-აირესში გამართულ G20 სამიტზე გაჟღერდა, რაც ციფრულ ვალუტის გლობალური მასშტაბით რეგულაციას გულისხმობს.

ამასთანავე, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის პოპულარობა სწრაფად იზრდება: “კრიპტოვალუტა დრამატულად იზრდება, გლობალური მასშტაბით მოთხოვნა ბიტკოინზე უფრო და უფრო იმატებს. მომხამრებელი კი, მეტ ეფექტურობას და ტრანზაქციებზე ხარჯების შემცირებას მოითხოვს”.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ცენტრალური ბანკის ძალისხმევას ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვების შესახებ, რომელიც ჯერჯერობით ჩინეთის სახალხო ბანკის პრიორიტეტად რჩება.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საჭიროა მეტი ძალისმხევა ფულის გათეთრების სქემებში ციფრული ვალუტის მონაწილეობის აღსაკვეთად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი