Reuter-ის მიერ გამოკითხული 400-ზე მეტი ბიზნეს-კომპანია კრიპტოსაქმიანობის დაწყებას გეგმავს

0
2682

ფინანსური ფირმების 20%-ს სურს, რომ დაიწყოს ციფრული ტოკენების ყიდვა-გაყიდვა.

ამის შესახებ ინფორმაციას Quartz-ი ავრცელებს.

Reuter-ის მიერ გამოკითხული 400-ზე მეტი ბიზნეს-კომპანიიდან ყოველ მე-5 მომდევნო 12 თვის განმავლობაში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებას გეგმავს.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ 2018 წელს ისინი აპირებენ მომდევნო სამიდან ექვს თვეში დაიწყონ კრიპტოსაქმიანობა. ეს ნიშნავას, რომ ოქტომბრის თვისთვის კრიპტოვალუტის ბაზარს მინიმუმ 56 ახალი მოთამაშე ეყოლება.

კრიპტოვალუტის მიმართ დადებით განწყობა იმ საერთო ტალღას ასახავს, ​​რომლითაც აპრილის თვის კრიპტობაზარი ხასიათდება.

ექსპერტები ამ კვირაში ბიტკოინისა და ნებისმიერი ალტკოინს ფასების მატებას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ბიტკოინს 9.280 დოლარის ნიშნული ეჭირა.

ბიტკოინის შესახებ შეფასებებისას უკვე ხშირად ისმის, რომ ამ წლის ბოლომდე კრიპტოვალუტის კურსი 25.000-დან 100.000 დოლარამდე გაიზრდება.

ამასთანავე, Pfeffer Capital-ის ბორდის წევრმა ჯონ პეფერმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიტკოინის ფასი საბოლოოდ 700.000 დოლარამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი