ანალიტიკოსები: ინვესტორები ბიტკოინს ოქროზე ცვლიან

0
1212

JPMorgan–ის ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორები ბიტკოინს ოქროზე ცვლიან.

იმის გამო, რომ ბიტკოინი ხუთთვიანი აღზევების შემდეგ ფასის მაჩვენებლის ყველაზე დაბალ ნიშნულს 30,000 დოლარს უახლოვდება, JPMorgan Chase– ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინს ოქროზე ცვლიან. ისინი უბრუნდებიან ოქროს და, შესაბამისად, უარს ამბობენ ბიტკოინით ვაჭრობაზე.

”ბიტკოინის ნაკადის სურათი კვლავ გაუარესებულია და მიუთითებს ინსტიტუციური ინვესტორების შემცირებაზე. გასული თვის განმავლობაში, ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზრებმა განიცადეს ლიკვიდაცია. ეს კი მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ზრდა დაიწყო ოქტომბერში”,- აღნიშნულია JPMorgan Chase–ის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ანალიტიკოსები ოქროს უპირატესობაზე საუბრობენ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ მაინც აქვთ იმედი, რომ ბიტკოინი ფასის ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბიტკოინის კურსი კიდევ უფრო გაიზრდება და ის 140.000 დოლარის დონეს მიუახლოვდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი