22 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1390

ორშაბათს, 22 აპრილს კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. წინა კვირას დაფიქსირებული ფასების შემცირების შემდეგ გუშინდელი მაჩვენებელი ნამდვილად პოზიტიური ნიშანი იყო.

ბიტკოინის ფასი სულ მცირედით, თუმცა მაინც გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის კურსმა 0.4%-ით მოიმატა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5.315 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინმა 2.76%-იანი მოგება აჩვენა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბაზარზე მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა კვლავ ეთერიუმია. დღის მანძილზე ეთერიუმის ფასმა 0.8%-ით მოიმატა. ალტკოინის ფასის ნიშნულმა კი 171 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 20 აპრილს ეთერიუმის ფასი საგრძნობლად იყო მომატებული. ამ დღეს კრიპტოვალუტის კურსი 177 დოლარამდე იყო გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 178.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს კი ნიშნავს, რომ კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 1.3%-ით იყო გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი