2009 წლის 3 იანვარს სატოში ნაკამოტომ პირველი ბიტკოინი გამოუშვა.
უნდა აღნიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მოგება გამოიწვია განსაკუთრებით ბოლო 10 დღის განმავლობაში.
ბიტკოინის ფასმა თითქმის ათი წლის წინ აშშ–ს დოლართან თანაფარდობას მიაღწია, რაც ბევრმა შეაფასა, როგორც მიღწევის კიდევ ერთი ნაბიჯი. ბიტკოინი ამჟამად 32,000-სა და 34,000 აშშ დოლარს შორის მერყეობს.
თუმცა კრიპტოვალუტის ფასი ახლა იგივეა, რაც Model 3 Tesla–სი, რომელიც 30 000 დოლარამდე ღირს.
კომპანია microstrategy-ს განცხადებით ბიტკოინის ფასი აგვისტოდან სექტემბრამდე საკმაოდ დაბალი იყო. თუმცა, ბოლო მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ის ადამიანები, ვინც შარშან ბიტკოინში დააბანდეს ფული, წელს უკვე საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელები გახდნენ.
მაგალითად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბიტკოინის დახმარებით თავისი მოგება საგრძნობლად გაზარდა.
AssetDash–ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინი ახლა მეცხრე უდიდესი აქტივია საბაზრო კაპიტალით. ის მხოლოდ 611 მილიარდი დოლარით ჩამორჩება ელექტრონული კომერციის გიგანტ Alibaba-სა და Tesla-ს.