ვაშინგტონის შტატში Blockchain-ის შესახებ კანონპროექტის განხილვა დასრულდა

0
2127

ვაშინგტონმა მიიღო კანონი, რომელიც აღიარებს და იცავს ელექტრონულ ჩანაწერთა სამართლებრივ სტატუსს, რომელიც დაკავშირებულია Blockchain ტექნოლოგიასთან.

კანონპროექტის პირველი მოსმენა 2019 წლის 25 იანვარს შედგა.

“ელექტრონული ჩანაწერი არ იქნება უარყოფილი სამართლებრივად. აღსრულება, მუშაობა და მოქმედება მთლიანად Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დამოკიდებული”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტერმინების ” Blockchain-ისა” და “დისტრიბუცირებული ლეჯერ ტექნოლოგიების” გამოყენებას, როგორც პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ ტეხასის საკანონმდებლო ორგანომ მსგავსი ნაბიჯი 2018 წლის მარტში გააკეთა, როდესაც გუბერნატ ბილ ჰესლამმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აღიარებს Blockchain ტექნოლოგიის იურიდიულ უფლებამოსილებას.

ამასთანავე, აშშ-ს კოლორადოს შტატის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად Blockchain ტექნოლოგია გამოიყენეს. ეს იყო სმარტფონისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებული იყო Blockchain ტექნოლოგიაზე.

კენჭის ყრის დროს ბიულეტენი ელექტრონულად მოწმდებოდა და ამის შემდეგ უკვე მოქალაქე სასურველი კანდიდატს ხმას აძლევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი