ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა

0
1122

12 ივლისის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ კლებას განიცდის.

ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 33.160 დოლარზე ჩამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 3%-ით დაიკლო.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 45.5%-ია, ხოლო ეთერიუმის – 17.3%.

რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.14%-ით დაიკლო. ეთერიუმის ღირებულებამ კი დაახლოებით, 2.031 აშშ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 8.81%-ით დაიკლო.

CoinMarketCap-ის კრიპტოვალუტების ჩამონათვალში პირველი 50 მონეტა ფასის შემცირებას განიცდის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 10 მონეტის დღიური შემცირება 12.1%-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 12 ივლისს დაფიქსირებული მაჩვენებლის მიხედვით, ტრილიონ 364 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი