მედია: Samsung Securities-ის კრიპტოვალუტის ბირჟის დაარსება სურს

0
913

Samsung Securities-ი არის სამხრეთ კორეის ფასიანი ქაღალდების შვიდ მსხვილ კომპანიას შორის, რომლებმაც მთავრობას, ციფრული ვალუტების ბირჟის შესაქმნელად თხოვნით მიმართეს.

კომპანიების მიზანია შექმნან კორპორაცია, რომელიც საკუთარ ბირჟას მომავალი წლის შუა პერიოდში გახსნის. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია Newspim-ს დაუდგენელმა წყარომ მიაწოდა და დაამატა, რომ პროექტზე დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულედება.

ასევე ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Samsung Securities-ი სწავლობდა გზებს ფასიანი ქაღალდების ნიშნით სავაჭრო პლატფორმის შემუშავებისა და ექსპლუატაციაში ჩასაშვებად, მაგრამ გასულ წელს საჭირო პერსონალის დაქირავება ვერ შეძლო.

Mirae Asset Consulting-ი Mirae Asset Securities-ის შვილობილი კომპანია, რომელიც სამხრეთ კორეის უმსხვილესი საინვესტიციო საბანკო და საფონდო ბროკერი საბაზრო კაპიტალის მიხედვით, ქირაობს პერსონალს კრიპტოვალუტისა და NFT-ის კვლევისა და განვითარებისთვის.

ანგარიშში ასევე ნახსენებია NH Investment & Securities-ი, KB Securities-ი და Shinhan Financial Investment-ი. KB ბანკმა ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის პირველი კრიპტო საინვესტიციო პროდუქტების საცალო ინვესტორებისთვის გამოსაშვებად ემზადება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი