მონაცემთა დაცვის მიზნით აშშ-ს კოსმოსური ძალები Blockchain კომპანია Xage Security-სთან თანამშრომლობას იწყებს.
ოფიციალურ განცხადებაში, Xage Security-მ აღნიშნა, რომ მან აშშ-ს კოსმოსურ ძალებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
კომპანია პროექტისთვის Blockchain ქსელზე დაფუძნებულ Xage Security Fabric გადაწყვეტილებას გამოიყენებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Xage Security Fabric-ს აქვს ერთიანი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ყველა სისტემა და ჰაკერებს ინფორმაციის მიღების საშუალება არ მისცეს.
პროექტი უზრუნველყოფს სატელიტების უსაფრთხოდ ფუნქციონირებასაც.
უნდა აღინიშნოს რომ, ეს არის Xage Security-ის მეორე კონტრაქტი, რომელიც მოიპოვეს აშშ-ს საჰაერო ძალებმა, 2019 წლის დეკემბერში გაფორმებული პირველი ხელშეკრულების შემდეგ.
კოსმოსური სისტემები არის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, რომლებიც ერთად მუშაობს კოსმოსური დავალებების შესასრულებლად. ამ ყველაფრის სისტემური უსაფრთხოება კი Xage Security-ის დაევალა.
Xage Security-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანკან გრეიტვუდმა განაცხადა, რომ Blockchain-ი მრავალ რთულ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
”კოსმოსური ძალები დეცენტრალიზებული უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. ჩვენ შევქმენით კომპლექსური სისტემა ინფრასტრუქტურული სისტემების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღფრთოვანებული ვართ, რომ Xage-მ გადაწყვეტა კოსმოსურ ძალებთან თანამშრომლობა, რათა “კოსმოსური სისტემა” Blockchain-ით იყოს დაცული”.