24 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1145

ხუთშაბათს, 24 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა უკან დახევა განაგრძო. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების ფასები ისევ შემცირდა.

ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა გასულ კვირას შეძლო და 24.000 დოლარის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის ფასი 23.200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 23.229 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 23.241 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა 600 დოლარის დონეს ჩამოსცდა. ბოლო 24 საათის მანძილზე ალტკოინის ფასი დაახლოებით 3.65%-ით არის შემცირებული

ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 583 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 12%-იანი ვარდნა განიცადა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, 24 დეკემბერს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 624.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი