22 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1034

სამშაბათს, 22 სექტემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ბიტკოინის კურსი კვლავ 10.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი მაშინ, როდესაც 19 სექტემბერს ბიტკოინის კურსმა 11.000 დოლარს გადააჭარბა, ხოლო 20 სექტემბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 10.938 დოლარზე დაიხურა.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით არის გაზრდილი.

კრიპტოვალუტის საბაზრო წილი კი 58.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ 21 სექტემბერის მაჩვენებელთან შედარებით ეთერიუმის კურსი ოდნავ გაუმჯობესდა. თუკი გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 341 დოლარზე დაიხურა, 22 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის ღირებულება 269 დოლარს შეადგენდა.

თუმცა დღის განმავლობაში ფასების მცირე რყევაც შეინიშნებოდა. დღის პირველ ნახევართან შედარებით, საღამოს ეთერიუმის კურსი 3.80%-ით იყო შემცირებული.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 333.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი