ავსტრალიაში უკანონო მაინინგის ფაქტი გამოვლინდა

0
1452

ავსტრალიის მთავრობის ყოფილმა კონტრაქტორმა, რომელმაც ოფისის კომპიუტერი მაინინგისთვის გამოიყენა, მოახერხა და თავისუფლების აღკვეთა თავიდან აირიდა.

The Sydney Morning Herald–ის თანახმად, ჯონათან ჰუს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულება დაევალა. შესასრულებელი საათების რაოდენობა კი 300 საათს შეადგენს.

CSIRO-მ, რომელიც ავსტრალიის მთავრობის მიერ დაკვეთილ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებს ატარებს, განაცხადა, რომ ჯონათან ჰუს ქმედებებმა ოფისს 76,668 აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.

ავსტრალიაში უკანონო მაინინგისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

სამი თვის წინ Scamwatch-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ავსტრალიაში კრიპტოვალუტით თაღლითობის საფრთხეა გაზრდილია.

”სამწუხაროდ, Cloud მაინინგი თაღლითობის ჩვეულებრივი ფორმა გახდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თაღლითური სქემების უმეტესობაში ციფრული ვალუტა რეალურადაც არ ფიგურირებს. თაღლითები ხშირად კრიპტო ინვესტორების მოზიდვით იყენებენ მაინინგის სექტორს”,-აღნიშნული იყო Scamwatch-ის კვლევაში.

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიამ განაცხადა, რომ თაღლითების მიერ ყველაზე მეტად 25-დან 34 წლამდე ასაკის ავსტრალიის მოქალაქები დაზარალდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი