შვეიცარიაში კიდევ ერთი ახალი კრიპტო ბირჟა გაიხსნება

0
1163

შვეიცარიულმა კრიპტო კომპანიამ, SIX-მა ციფრული ვალუტის ბირჟის დაარსება გადადო.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ბირჟა 2020 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება. როგორც ცნობილია, ბირჟა მარეგულირებლის მოთხოვნებს სრულად დაემორჩილება.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების კანონმდებლობა კრიპტოვალუტის მიმართ ადაპტირებული გახდება.

“კრიპტოვალუტა უნდა იყოს დეცენტრალიზებული, Peer-to-peer მონაცემთა ქსელზე დაფუძნებული. ციფრული ვალუტების უმეტესობა სრულიად ანონიმურია, რაც გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც არის”,- განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, ჯოვანი მერლინიმ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია კრიპტო კომპანიებისთვის კვლავ სასურველი ქვეყნების რიცხვში შედის.

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიტკოინის ელექტრონული საფულე Xapo ჰონგ-კონგიდან შვეიცარიაში გადადიოდა.

ციურიხში მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას Xapo-ს პრეზიდენტმა ტედ როჯერსმა განაცხადა, რომ გადასვლის ძირითადი მიზეზი შედარებით უკეთეს მარეგულირებელ გარემოს უკავშირდება.

როჯერსმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის განიხილავდა შვეიცარიაში ბიზნეს საქმიანობას, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასთან და ციფრულ ვალუტასთან იქნებოდა დაკავშირებული. Xapo-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შვეიცარიის მარეგულირებელი სტრუქტურა გაცილებით დახვეწილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი