აშშ-ს სენტაში ციფრულ დოლართან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა

0
1559

გუშინ აშშ-ს სენატში ციფრულ დოლართან დაკავშირებული მოსმენა გაიმართა.

სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე Paxos– ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩარლზ კასკარილა და ფინანსური ინკლუზიურობის პროფესორი, ნიკიტა კატინო წარსდგნენ.

ჩარლზ კასკარილამ ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

პროფესორმა ნიკიტა კატინომ კი გადახდის სისტემის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

”ჩვენ პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ, რომლებიც ამჟამად გადახდების სისტემასთან გვაქვს. გასათვალისწინებელია, რომ ინოვაციასთან ერთად მოდის შემცირებული ხარჯებიც”,-აღნიშნა ფინანსური ინკლუზიურობის პროფესორმა.

2020 წლის თებერვალში გამართულ სენატის მოსმენაზე, რომელიც ციფრული დოლარის საკითხს ეხებოდა, კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა დოლარის დაცვა, როგორც სარეზერვო ვალუტისა, და ზოგადად რას გულისხმობდა ციფრული დოლარის კონცეფცია.

ფედერალური სარეზერვო საბჭოს მმართველთა საბჭოს კანდიდატმა, ჯუდი შელტონმა კი უპასუხა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია. ასევე იგი დაეთანხმა იმ შეფასებას, რომ აშშ ციფრული დოლარის შექმნის წინაშე სულ მალე დადგებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი