იაპონიის ერთ-ერთი ქალაქში Blockchain-ზე დაფუძნებული ხმის მიცემის სისტემა დაინერგება

0
1196

იაპონური ფირმა Layer X-ს პარტნიორობა ექნება ციფრული პირადობის პროგრამა xID-თან, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ხმის მიცემის სისტემას იაპონიის ქალაქ კაგაში შექმნის.

LayerX–ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია შეიმუშავებს ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო არჩევნებს ქალაქის 68,000 მოსახლისათვის. კომპანიამ განაცხადა, რომ საჭიროა მოგვარდეს რეგიონში არსებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემების ღირებულება და სტაბილურობა.

”ინტერნეტით ხმის მიცემა უფრო მეტ გამოწვევას წარმოადგენს, როგორიცაა ორმაგი ხმის მიცემის თავიდან აცილება, ტექნიკური დაბრკოლებები ბიულეტენების გასაიდუმლოებისთვის და ხმის მიცემის მოწყობილობების ღირებულება. LayerX– მა გამოიკვლია და შეიმუშავა ელექტრონული ხმის მიცემის ოქმი, რომელიც აბალანსებს კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალობას და ხმის მიცემის ჩანაწერების კონფიდენციალურობას”,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, xID პროგრამა გააძლიერებს კომპანიის არსებულ ხმის მიცემის სისტემას, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ვინაობის გადამოწმებას და უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი ბიულეტენის გაცემას თითო ადამიანზე.

გავრცელებული ინფორმაციით, LayerX სისტემა საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს შეამოწმონ საკუთარი ხმის მიცემის შედეგები, ასევე უზრუნველყონ კრიპტოგრაფიული შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაადასტურონ, რომ კონკრეტული ხმის ჩაწერის პროცესი Blockchain ქსელში სწორად შესრულდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი